← მთავარი

სუფრის წესები

თამადობა მხოლოდ ლამაზი სიტყვები არ არის — ეს წესების ცოდნაა, რომელსაც სუფრა პატივისცემით იცავს. აი, რას მოელის სუფრა ნამდვილი თამადისგან:

  1. 1. თამადა სუფრის მეუფეა

    სადღეგრძელოს თამადა იწყებს — სხვები ალავერდით აგრძელებენ. თამადის სიტყვის შეწყვეტა, მის გარეშე სადღეგრძელოს თქმა ან „თვითნებური“ დალევა სუფრის წესის დარღვევაა.

  2. 2. რიგი წმინდაა

    ღმერთი, მშვიდობა, შეკრების მიზეზი, წასულები, მშობლები... თანმიმდევრობა შემთხვევითი არ არის — ის თაობიდან თაობას გადაეცემა და თამადამ ზეპირად უნდა იცოდეს. ამიტომაც არსებობს ეს აპლიკაცია.

  3. 3. სადღეგრძელო ღვინით ითქმის

    ლუდით სადღეგრძელო არ ითქმის — ეს ძველი წესია. ვინც ღვინოს ვერ სვამს, წყლითა და წვენით შეუძლია აჰყვეს სუფრას, ეს არავის ეთაკილება.

  4. 4. შესანდობარი — ფეხზე და ჭახუნის გარეშე

    წასულების მოსაგონებლად მამაკაცები ფეხზე დგებიან, ჭიქებს არ აჭახუნებენ და ბოლომდე სვამენ. ზოგ კუთხეში ღვინის წვეთს მიწასაც უწილადებენ — მიწა მსუბუქი ჰქონდეთო.

სადღეგრძელოების თანმიმდევრობა — სუფრების მიხედვით →

დანარჩენი — Tamada-ს აპლიკაციაში.

სადღეგრძელოები აპლიკაციაშია

ყველა სადღეგრძელო, ხუთივე სუფრისთვის, სახელებითა და ლექსებით — Tamada-ს აპლიკაციაში.

ჩამოტვირთე App Store-იდან

საიტზე კი მეგობრული ან ოჯახური სუფრა აიწყობა — აქვე.

დაიწყე სუფრა