ანდაზები
ერთი ანდაზა სადღეგრძელოს ორჯერ აძლიერებს: იმას, რაც ხალხმა თქვა, დამტკიცება აღარ სჭირდება. აქ სუფრის, პურის, ძმობისა და სიბრძნის ანდაზებია, ისე დალაგებული, როგორც სუფრაზე გჭირდება.
ანდაზები ხალხურია; ტექსტი ქართული ვიკიციტატიდანაა, სიტყვასიტყვით.
ღვინო და სუფრა
ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიან
პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი — ახალიო
რაც ფხიზელს ფიქრში აქვს, ის მთვრალს ენაზეო
კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო
ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო
ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო
ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს
ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით
დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა
მამამ შვილს ვენახი აჩუქა და შვილმა მტევანიც აღარ მიაწოდა
პური, სტუმარი, მეზობელი
კარგი სტუმრის მოსვლა კერასაც გაუხარდებაო
ყველი და პური — კეთილი გული
ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო
ღარიბის ლუკმა ტკბილია
დაყვედრებული ლუკმა ყელს არ გადაივლისო
ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი
მარტოხელა კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო
მეზობელმა რომ მარილი გთხოვოს, თუ მარილი არა გქონდეს, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო
მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო
სალამი მტერსაც არ დაეჭირებაო
შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება
საჭმელი ერთი დღისაი, სახელი — ასი დღისო
მეგობრობა და ძმობა
ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო
ძმა თუ არ გყავდეს — სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა
ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო
ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნუცა ძველსა მეგობარსა
ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს — კარგი მეგობარიო
პირველი ნახვა ცნობაა, მეორე ნახვა — ძმობაა
სულელი მეგობარი მტერზე უარესიაო
მოყვარეს და მოყვრის შუა აბრეშუმის ძაფია გაბმული, მტერსა და მტერს შუა — ბაწარიო
კაცი კაცის წამალიაო
ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო
ძალა ერთობაშია
ცალი ხელით ტაში ვერ დაიკვრებაო
ოჯახი, დედა, შვილი
კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო
შვილმა რომ დედის გულისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოიწვას, მაინც დედის ამაგს ვერ გადაიხდის
ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი
დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახე
ის უჯობს მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა
კვიცი გვარზე ხტისო
ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო
ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო
ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო
ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო
იხარე, ჭერო, იმრავლე, ერო!
შრომა და ბედი
რასაც დასთეს, იმას მოიმკი
ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო
ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარი
ცდა ბედის მონახევრეა
ყველა თავის ბედის მკვერავია
კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო
რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო
კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად
ვაჟკაცს გამრჯე ხელი ამშვენებსო
ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა
ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო
ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
კაცი გაზომე გაჭირვებაშიო
ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო
სიბრძნე და სიტყვა
ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს
ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო
ენა ტკბილი, ენა მწარე, ენა ქვეყნის ამომგდები
ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი არ დაბრუნდება
კარგ მთქმელსა კარგი გამგონიც უნდა
სიტყვა ადვილია, ქმნა კი — ძნელი
როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო
ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო
ცოდნა კაცს არ ამძიმებს და არც დაეკარგებაო
ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო
სიფრთხილეს თავი არ სტკივაო
გაგონილს ნანახი სჯობიაო
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს
მადლი ჰქენი, ქვას დადევი, გაივლი და წინ დაგხვდება
ჟანგი რკინასა სჭამს, დარდი გულსაო
მოთმინება — სამოთხის გასაღებია
სიყვარული
ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია
მოყვარული ცოლ-ქმარი თოხის ტარზე დაეტევაო
გული გულობდეს, თორემ ქადა ორი ხელით იჭმებაო
კაცი გულით და ხე ძირითაო
თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო
სამშობლო და სახელი
ჩიტი სადაც გაიზრდება, მისი ბაღდადიც იქ არისო
შინ მოუსვლელი და მკვდარი ერთიაო
რა ქვეყანას მოხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო
კარგი ვაჟკაცი ქვეყნის იმედიაო
სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია
სახელი სჯობს ქონებასა და უფლება — მონებასა
სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო
ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა
წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო
შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო
ერთ დღეში სოფელი არ აშენებულა
დანარჩენი — Tamada-ს აპლიკაციაში.
სადღეგრძელოები აპლიკაციაშია
ყველა სადღეგრძელო, ხუთივე სუფრისთვის, სახელებითა და ლექსებით — Tamada-ს აპლიკაციაში.
საიტზე კი მეგობრული ან ოჯახური სუფრა აიწყობა — აქვე.
დაიწყე სუფრა