← მთავარი

რომელი ღვინოა?

სუფრაზე ყოველთვის იკითხავს ვინმე: „ეს რა ღვინოა?“ — და პასუხი თამადას მოეთხოვება. აქ ქართული ვაზის ჯიშებია კუთხეების მიხედვით დალაგებული, ისე, როგორც სუფრასთან გჭირდება.

კახეთი

ქვეყნის ვენახის დიდი ნაწილი აქ არის — ქვევრის კლასიკაც აქედან მოდის.

  • რქაწითელი

    თეთრი
    შაქრიანობა:
    20–24%

    ყველაზე გავრცელებული ქართული ჯიში. ჭაჭაზე დაყოვნებული ქარვისფერ კახურ ღვინოს იძლევა, ევროპულად დაწურული კი — მსუბუქსა და მშრალს. წინანდალი, გურჯაანი, ტიბაანი და კარდანახი მისი სახელებია.

  • საფერავი

    შავი
    შაქრიანობა:
    20–26%
    მწიფდება:
    სექტემბრის მეორე ნახევრიდან

    იშვიათი ჯიშია, რომელსაც წვენიც წითელი აქვს — სახელიც აქედან მოსდის. ქინძმარაული, ახაშენი, მუკუზანი და ნაფარეული მისგან დგება.

  • ქისი (კისი)

    თეთრი

    თითქმის დაკარგული კახური ჯიში, ბოლო ათწლეულებში აღდგენილი. ქვევრში ჩირისა და მოხარშული ხილის ტონებს იძლევა, თეთრი სუფრის ღვინო კი ხორნაბუჯის სახელით დადის.

  • ხიხვი

    თეთრი
    შაქრიანობა:
    29%-მდე

    მცირე ფართობზე შემორჩენილი კახური ჯიში. ყურძენში შაქარი ძალიან მაღლა ადის, ღვინოში კი თაფლისა და ხილის ნიუანსები რჩება.

დანარჩენი — Tamada-ს აპლიკაციაში.

სადღეგრძელოები აპლიკაციაშია

ყველა სადღეგრძელო, ხუთივე სუფრისთვის, სახელებითა და ლექსებით — Tamada-ს აპლიკაციაში.

ჩამოტვირთე App Store-იდან

საიტზე კი მეგობრული ან ოჯახური სუფრა აიწყობა — აქვე.

დაიწყე სუფრა